ვინ არიან ჰაკერები

ვინ არიან ჰაკერები? . . .  ამ კითხვაზე საზოგადოების აზრი მრავალფეროვანია. ზოგი თვლის, რომ ჰაკერი უსაზღვროდ განათლებული და გონიერი ადამაინია, ზოგი კრიმინალად მოიხსენებს, ზოგიც . . .

არჩევანი  თქვენთვის მომინდვია.
ჩვენ კი შევეცდებით ყოველივე ამაში დახმარებას

მაშ ასე:
იმისათვის რომ იყო ჰაკერი,  აუცილებელია  პირველ რიგში იყო ,პროგრამისტი

Image result for hackers
არსებობს სიტყვა ჰაკერების რამდენიმე სახის განმარტება. კერძოდ,

1.ჰაკერი არის ადამიანი, რომელიც სიამოვნებას იღებს კომპიუტერული სისტემების დეტალების ფუნქციონირებისა და  მათი შესაძლებლობების გაფართოების შესაწვლით, განსხვავებით კომპიუტერის სხვა მრავალი მომხმარებლისაგან, რომელნიც  უპირატესობას ანიჭებენ მხოლოდ აუცილებელ მინიმუმს.

2.ენთუზიასტი ადამიანი, რომელიც სიამოვნებას იღებს თავად პროგრამირების პროცესისაგან და თავის ცოდნას არ იყენებს  ვინმეს ტერორის მიზნით.

1960-იან წლეში ჰაკერებს უწოდებდნენ მაღალკვალიფიციურ პროგრამისტებს და მრავალი სხვა

როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, იმისათვის რომ იყო ჰაკერი, პირველ რიგში აუცილებელია იყო კარგი პროგრამისტი.

პროგრამისტი კი არის სპეციალისტი, რომელიც დაკავებულია კომპიუტერული პროგრამების წერით ანუ პროგრამირებით.

პროგრამა - არის ბრძანებების ერთობლიობა, რომლებიც უზრუნველყოფს კომპიუტერში რაიმე დავალების შესრულებისთვის საჭირო ოპერაციათა განხორციელების რიგს.

პროგრამას ქმნის პროგრამისტი პროგრამირების ენის დახმარებით.

პროგრამირება -  როცა პროგრამას ვწერთ, ჩვენ კომპიუტერს ვაძლევთ ბრძანებებს რომლებიც ჰგავს უცნაური ფორმის ინგლისურს. შეგიძლია წარმოიდგინო კომპიუტერი, როგორც დამჯერი ძაღლი. ის უსმენს შენს ყველა ბრძანებას და აკეთებს იმას, რასაც შენ ეტყვი.

პირველად  ტერმინი - ,,ჰაკერი“ 1960-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ ამ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა გაუჩნდა.

სიტყვა ,,ჰაკერი“ ინგლისური სიტყვაა (Hაცკერ) და ქართულად გაპობას, გაჭრას, გაცეხვას,  ნაკუწ-ნაკუწად ქცევას, დაკბილვას, გათლას ნიშნავს.

ჰაკერთა სფეროში მიღებულია  საკუთარი და სხვა ჰაკერების დროის დაფასება. ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და ქმნიან ღია კოდის მქონე პროგრამებს.

შავი ჰაკერები ერბძვიან როგორც თეთრ ჰაკერებს, ასევე იმ პირებს რომლებიც მათ მიზანში ყავთ ამოღებული.

ჰაკერი აუცილებლად სულ ცოტა 2 პროგრამირების ენას უნდა ფლობდეს, ერკვეოდეს ქსელში და იყენებდეს ძლიერ ოპერაციულ სისტემებს.

არსებობს მოსაზრება რომ ჰაკერი “ყველაფრის მცოდნეს” ნიშნავს.


XX  საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს და 80-იანი წლების დასაწყისი ჰაკერების საუკეთესო წლებად ითვლება. სწორედ ამ დროს ფეხს იკიდებდნენ ოპერაციული სისტემები.  შესაბამისად, იყო ბევრი შეცდომები, დაცულობა თითქმის არ არსებობდა და ჰაკერებისთვისაც მარტივი იყო საკუთარი, ავი ზრახვების განხორციელება. 


0 коммент.:

Отправить комментарий