среда, 31 января 2018 г.

დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში.  „ინდუსტრიული რევოლუცია“ -  ესაა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც დასაბამი მისცა კაცობრიობის ცხოვრების სრულიად ახალ წესს და შესაბამისად, ახალი ინდუსტრიულ ეპოქას.

რთულია იცხოვრო და ფეხი აუწყო ეპოქას, როცა ადამიანს წამის მეასედებში შეუძლია ელექტრონული წერილი ქვეყნის ერთი დასალიერიდან ქვეყნის მეორე ბოლოში მიიღოს. როცა ღრუბლოვან სისტემებს შეუძლიათ  ინფორმაციის გიგანტურ მოცულობების შენახვა, ხოლო მობილური ტელეფონების რიცხვმა მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობას უკვე საგრძნობლად გადააჭარბა.. 

დღეს, ყველა, დიდი თუ პატარა ახალგაზრდა თუ მოხუცი  ყოველდღიურ საუბარში, ხშირად  ახსენებს ისეთ ტერმინებს,როგორიცაა კიბერსივრცე, ინფორმაციული ომი, ინფორმაციული უსაფრთხოება, კიბერდანაშაული, კიბერშეტევა, კიბერუსაფრთხოება, ჰაკერები  და ა.შ, მაგრამ ცოტა თუ ფლობს  მათ შესახებ დეტალურ ინფორმაციას.

მე, როგორც რიგით მასწავლებელს გამიჩნდა სურვილი მესაუბრა ჩემს მოსწავლეებთან აღნიშნულ საკითხის ირგვილივ, რისკენაც თავად მოსწავლეებმა მიბიძგეს. კერძოდ,