პროექტის რეფლექსია


2017-2018 სასწავლო წელს VI კლასში განვახორციელე სასწავლო პროექტი ,,ჰაკერი - გენიოსი თუ დამნაშავე?“.

თავდაპირველად გამოვკვეთე პრობლემა, რაშიც თავად მოსწავლეები დამეხმარნენ. (იხილეთ პროექტი აღწერა)

პროექტის მიზანი  სრულად შეესაბამებოდა ეროვნულ სასწავლო გეგმას.  პროექტზე მუშაობის  პერიოდი იყო საკმაოდ საინტერესო, დატვირთული, ნაყოფიერი და  სახალისოც. სრულყოფილად განვახორციელე და მივაღწიე დაგეგმილ მიზნებს.

აქტივობები საკმაოდ საინტერესოდ იყო დაგეგმილი. ყველა აქტივობა სრულად განხორციელდა. განსაკუთრებით საინტერესო იყო Skype ჩართვა - გაკვეთილი სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის პრეზიდენტთან, აღმასრულებელ დირექტორთან და ასევე შეხვედრები გორის რაიონული სამმართველოს გამომიებელთან და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ხელმძღვანელთან, მათგან მიღებული ინფორმაცია, რჩევა-დარიგეგები მოსწავლეებისათვის  საკმაოდ ეფექტური, საინტერესო და გამოსადეგი აღმოჩნდა. ასევე,  ბავშვებისათვის ინოვაციური  და ნაყოფიერი  აღმოჩნდა ონლაინ გაკვეთილის მოსმენა.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა ბლოგიც. ვინაიდან პროექტში VI კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი, და საგნის სტანდარტიდან გამომდინარე, ბლოგების შექმნა არ ისწავლება,  მოგვიხდა გაკვეთილების შემდგომ რამდენიმე დამატებითი მეცადინეობის ჩატარება ბლოგის შექმნის შესახებ, რასაც ბავშვები დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ და საკმაოდ კარგადაც გაართვეს თავი. ბლოგის შექმნამ ცოტა მეტი დრო წაიღო, ვიდრე გეგმით იყო გათვალისწინებული, თუმცა პროექტის ვადებს არ გავცელილვართ

ყველა აქტივობა, რაც პროექტით იყო გათვალისწინებული, შესრულდა ყოველგვარი დარღვევის გარეშე და ვფიქრობ, რომ აღნიშნული აქტივობები ნებისმიერ სასწავლო პროექტს  გამოადგება.

რაც შეეხება სარგებელს ამ პროექტის განხორციელების შემდეგ მოსწავლეები მიხვდნენ თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ ისეთ პრობლემას, რასაც კიბერშეტევა, ჰაკერობა ჰქვია, შეძლეს დასკვნების გამოტანა, რჩევების გაცემა და გამოიმუშავეს ის უნარ-ჩვევები, რაც დაეხმარათ მათ უფრო უსაფრთხო და დაცული გახადონ საკუთარი კომპიუტერული ტექნიკა და  ინტენრნეტ სივრცე. ანუ მიიღეს პასუხები შეკითხვებზე რას ნიშნავს სიტყვა ,,ჰაკერი“, ვინ იყო პირველი ჰაკერი, ჰაკერობა ,,პროფესიაა“ თუ უბრალოდ გატაცება,  რა მიზანი ამოძრავებთ მათ, საჭიროა თუ არა ჰაკერობისთვის განსაკუთრებული ნიჭი. ჰაკერების არსებობა პრობლემას უქმნის თუ არა საზოგადოებას და მათგან თავი შორს უნდა გვეჭიროს თუ არა, ან როგორ დავიცვათ თავი ჰაკერული შემოტევებისგან, რა პრევენციული ზომების მიღება არის საჭირო და ა.შ.

პროექტზე მუშაობის დროს, დაფიქსირდა რამდენიმე მოსწავლისაგან  მასზე დაკისრებული მოვალეობებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, პასუხისმგებლობის ნაკლებობა.  მომავალში ვიზრუნებ, რომ ვუზრუნველყო ყველა მოსწავლის მასქიმალურად ჩართვა, უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობ პროექტის მიმდინარეობისას  მონიტორინგის პროცესს. 

0 коммент.:

Отправить комментарий